კონსტანტინე გამსახურდია: კომისიის დასკვნები ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას აბათილებს | Georgian News | ||
"საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, თავი არ მოუკლავს", - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისიის დასკვნაში. როგორც კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, კომისიის მიერ მოძიებული მასალა და მასზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები აბათილებს თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც დღემდე ერთადერთ ვერსიად რჩებოდა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში. "კომისიის მიერ მიღებული დასკვნა მთავარ პროკურატურად გადაეგზავნება და ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირების გამოძიების განახლებას", - აღნიშნა გამსახურდიამ. დეპუტატმა ბიუროზე კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის წიგნის სახით გამოქვეყნება მოითხოვა და მაგალითად დასავლეთ ევროპის ქვეყნები დაასახელა. "ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 363 გვერდს - შესავალი, საპროცესო-სამართლებრივი, შეუსაბამობებისა და წინააღმდეგობის ნუსხა, კრიმინალისტების და პათანატომიის დასკვნები", - აღნიშნა გამსახურდიამ და დასძინა, რომ დასკვნა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი და საჯარო იქნება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1316.html
| |||
Posted by burdzgla77 | 21 Feb 2011, 17:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.