ისრაელის საელჩო საქართველოში მუშაობას ხვალიდან განაახლებს | Georgian News | ||
ხვალიდან, 21 თებრვლიდან, ისრაელის საელჩო საქართველოში მუშაობას განაახლებს. საელჩომ მუშაობა დროებით, "ტექნიკური გაუმართაობის" გამო შეწყვიტა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩომ მუშაობა დროებით, "ტექნიკური გაუმართაობის" გამო შეწყვიტა. "საელჩოს დახურვის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ეს დროებითია. ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობა მუშაობას ორშაბათიდან (21 თებერვალი) განაახლებს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყნის შემდეგ ისრაელმა საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოსა და თურქეთში დახურა. ამის მიზეზად ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ მოსალოდნელი ტერაქტები მოიაზრებოდა. "ჰეზბოლას" წევრები ამ დღეებში დაჯგუფების ლიდერის იმად მუგნიის გარდაცვალებიდან სამი წლის "აღნიშვნას" აპირებენ, რის თაობაზეც ისრაელის ხელისუფლებას შესაბამისი სიტყვიერი გზავნილი გაუგზავნეს კიდეც. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1297.html
| |||
Posted by burdzgla77 | 20 Feb 2011, 12:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.