Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის "საყოველთაო" აღწერას დაიწყება | | Georgian News |
ხვალ, 21 თებერვალს, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის "საყოველთაო" აღწერას დაიწყებს. მთელს აფხაზეთში შექმნილია 152 საინსტრუქციო უბანი და 35 სააღწერო განყოფილება.
სოხუმის რაიონის მაღალმთიან სოფელ ფსხუსა და კოდორის ხეობის სოფლებში მოსახლეობის აღწერა 2010 წლის ოქტომბერში - "თოვლის მოსვლამდე.. " ჩატარდა.
კომისიას მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებისა და აღწერის განხორციელების შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი ალექსანდრე სტრანიჩკინი ხელმძღვანელობს.
აღწერის განხორციელებისას აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დამკვირვებელთა მოწვევას აპირებს.
"დამკვირვებლებს მოვიწვევთ იმისათვის, რომ ჩვენი აღწერის ლეგიტიმაცია მოვახდინოთ და იმისათვის, რომ აღწერის შედეგები აღიარებული იყოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ მივმართავთ გაეროს, დსთ-ს ქვეყნების სტატისტიკის ორგანოებსა და რუსეთის გოსსტატს", _ განაცხადა ე.წ. ვიცე-პრემიერმა.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ზოია ავიძბას ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერა ადამიანების სიტყვების მიხედვით განხორციელდება და ამისათვის საჭირო არ იქნება რაიმე სახის დოკუმენტების წარდგენა.
კომისიის წევრებმა უკვე დაამტკიცეს აღწერის ფურცელი, რომელშიც 16 კითხვაა მოცემული.
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლოს მოსახლეობის აღწერა აფხაზეთში 2003 წელს ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ 1989 წელს ჩატარებული აღწერით აფხაზეთის მოსახლეობა 527 ათას ადამიანს შეადგენდა, თუმცა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი ეს ციფრი ძირითადად აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობის ხარჯზე ნახევარზე მეტად შემცირდა.
მოსახლეობის აღწერა 21 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1296.html
|
Posted by burdzgla77 | 20 Feb 2011, 12:19 | News »
|
|
|
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.