ახლო აღმოსავლეთის არასტაბილური მდგომარეობა ნავთობის ბაზარს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს | World News | ||
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არასტაბილური მდგომარეობა მეორე თვეა ნავთობის ბაზარს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს. ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ინფორმაციით, გასულ ხუთშაბათს ბრენტის ნაერთის ფასმა ბარელზე 104 დოლარს გადააჭარბა. გამოცემის ინფორმაციით, ეს არის ბოლო 24 თვის განმავლობაში დაფიქსირებული მაქსიმუმი. 18 თებერვალს, დიდი ბრიტანეთში ბენზინის ფასმა პიკს მიაღწია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამოძახილია. მათივე შეფასებით შემდგომი ვითარება დამოკიდებულია იმაზე, გადაედება თუ არა ახლო აღმოსავლეთის არეულობები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს, სადაც შიიტებსა და სუნიტებს შორის დაძაბული ვითარებაა. Source - www.ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1295.html
| |||
Posted by burdzgla77 | 20 Feb 2011, 12:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.