ეგვიპტის ინფორმაციის მინისტრი შინა პატიმრობაში იმყოფება | World News | ||
ეგვიპტის ინფორმაციის მინისტრი ანას ახმედ ალ–ფიკი შინა პატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ ჯარის წარმომადგენლებმა განაცხადეს. დილით ეგვიპტის ინფორმაციის მინისტრმა ქაიროს საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონში გაფრენა სცადა. ხელისუფლების მსგავსი საქციელის მიზეზი დაუზუსტებელია. ალ–ფიკი პოსტიდან გადამდგარი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ახლო წრეში იმყოფებოდა. დღეს შემოსული ინფორმაციის თანამად, ხელისუფლებამ 43 მოქმედ და ყოფილ მინისტრს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1187.html
| |||
Posted by Legatuss | 12 Feb 2011, 19:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.