მილიარდერი დონალდ ტრამპი ივნისისთვის გადაწყვეტს, კენჭს იყრის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტისარჩევნებში | World News | ||
მილიარდერმა და ტელეწამყვანმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი გადაწყვეტს ივნისისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, იუწყება “GHN“. ხუთშაბათს იგი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ კონფერენციაზე გამოვიდა, რომელიც ამ დღეებში ვაშინგტონში ტარდება, გადმოსცემს „Газета.Ru“ Associated Press-ზე მინიშნებით. „ამჟამად აშშ-ს მთელი მსოფლიო დასცინის“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც ხსნიდა მიზეზებს იმისა, თუ რატომ ფიქრობს სერიოზულად იმაზე, მიიღოს თუ არა მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში. მილიარდერმა გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერები ოპეკთან და ჩინეთთან თანასწორად საუბრის უუნარობისათვის. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1153.html
| |||
Posted by Drakula | 11 Feb 2011, 13:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.