თურქეთი მდინარე ტეხურაზე ჰესების კასკადს ააგებს | Georgian News | ||
10 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, თურქულ კომპანია «Kolin Construction»-სა და საქართველოს ენერგეტიკულ სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ . როგორც იტყობინება საქართველოს ენერგეტიკული სამინისტრო, მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და თურქული კომპანიის თავმჯდომარე ნაჯი კოლოგლუ. ენერგეტიკის სამინისტრომ ინტერესი გამოთქვა კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით სამეგრელოში, მდინარე ტეხურაზე, 2010 წლის თებერვალში. დაინტერესება გამოხატა ოთხმა კომპანიამ - თურქულმა «Limak» და «Kolin Construction», გერმანულმა - «0.Balgioglu Energy resources» და კანადურმა «Charthage Energy» კომპანიებმა. შემოთავაზებების გადახედვის შემდეგ, მთავრობამ გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია «Kolin Construction». პროექტით გათვალისწინებულია კასკადის აგება, რომელიც მოიცავს 4 ჰესს. სრული სიმძლავრე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 105.7 მეგავატს, წლიური გამომუშავება კი იქნება 490 000 000 კილოვატი. მშენებლობა 4 წელი გაგრძელდება, ინვესტიცია კი შეადგენს 150 მილიონ დოლარს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_111.html
| |||
Posted by mariami | 09 Nov 2010, 16:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.