სკოლებში სპორტის ყველა სახეობაში ტურნირები ჩატარდება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
დღეს საქართველოს ტექნიკურ სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ეკონომიკის მეცნიერების დოქტორის სოლომონ პავლიაშვილის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კოფენრეცია თემაზე ,,მსოფლიო კრიზისი და საქართველო". მისი ორგანიზატორებია: საქართველოს ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტთა ასოციაცია და ჟურნალი ,,სოციალური ეკონომიკა: 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემები".
საპარლამენტო ფრაქციის "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ ხელისუფლებას სატალევიზიო შოუს გადაღება შესთავაზა, სადაც მონაწილეობას მინისტრები მიიღებდა. ამ წინადადებით მან მთავრობის კვირის ფარგლებში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრს ანდრია ურუშაძეს მიმართა.
საქართველოს მთავრობა 130 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ფენის სამედიცინო დაზღვევაზე. ამის შესახებ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა შრომის, სოციალური და ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ.
მსოფლიოში ცნობილი ჰიპერმარკეტების ბრენდი Carrefour საქართველოში შემოვა. რადიო ,,კომერსანტის" ცნობით, კომპანიის პირველი ობიექტი განთავსდება თბილისის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ,,რაკია აპტაუნში", რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გაიხსნება.
ქართული ღვინის მწარმოებლებს მათი დისტრიბუტორები საზღვარგარეთ არ ეხმარებიან ნაწარმის რეკლამირებასა და მისი მსხვილ სავაჭრო ქსელში მოხვედრაზე. ამის შესახებ განაცხადა საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვაჟა კიკნაძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დეტალურად შეისწავალა ყველა კრიტიკული განცხადება, აღნიშვნა თუ შეხედულება, რომელიც იმ რეფორმებს შეეხებოდა, რომელებიც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გატარდა და ოპოზიციია არა ერთხელ შეეხო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს განათლების სფეროში გატარებული რეფორმებით გაუსწრო. ამის შესახებ შაშკინმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.