![google-translate](images/autotranslate/english/google-translate.gif) Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ბრედ პიტმა სამსახიობო კარიერის დასრულება გადაწყვიტა | | World News |
ბრედ პიტი სამსახიობო პროფესიიდან წასვლას აპირებს. მსახიობმა ავსტრალიურ ტელეპროგრამა 60 Minutes-ს ინტერვიუში უთხრა, რომ სამსახიობო კარიერას სამ წელიწადში მიატოვებს, როდესაც 50 წელს შეუსრულდება, იტყობინება “GHN“. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, კერთოდ რითი დაკავდება სამ წელიწადში, თუმცა ჯერ კიდევ სიამოვნებას იღებს ფილმებზე მუშაობის დროს პროდიუსერის სახით. პიტის თქმით, თუ 50-ის შემდეგ იგი სამსახიობო სფეროში დაბრუნდება, მაშინ მხოლოდ „ვინმე ღვარძლიან ბებერ ენაბილწს“ ითამაშებს, გადმოსცემს NEWSru.com OpenSpace-ზე მინიშნებით.
|
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:40 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More... |
|
| ჯეიმს ბონდის საათს აუქციონზე უზარმაზარ ფასად გაყიდიან | | World News |
ხელის საათი Rolex, რომელსაც „ბონდიანას“ მერვე ფილმში „იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი“ ატარებდა ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური, ჟენევაში აუქციონ Christie's-ზე გაიყიდება. ბრიტანული საიდუმლო სამსახურის ცნობილი აგენტის საათი სპეციალურად ფოლადის კორპუსში შესრულებული დაივერის მოდელის - Rolex Oyster Perpetual Submariner-ის საფუძველზე შეიქმნა. საათის უკანა თავსახურზე დატანილია წარწერა „Roger Moore 007“.
|
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:37 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| Apple თავის პროდუქტს უკან იხმობს | | World News |
კომპანია Apple-მა პირველი თაობის iPod nano პლეერებში აკუმულატორების დეფექტი გამოავლინა და მოწყობილობებს უკან იხმობს. კომპანიის საიტზე იტყობინებიან, რომ „იშვიათ შემთხვევებში“ აკულუმატორი შეიძლება ზედმეტად გახურდეს, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის საშიშია. რაც უფრო „ძველია“ პლეერი, მით უფრო მაღალია გახურების ალბათობა.
|
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:37 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
|