Excel tools for seo
Description:
პროგრამა SEO (Search engine optimization) ოპტიმიზაციით დაინერესებული ვიზიტორებისთვის.
ექსელის გამოყენებით შექმნილი პროგრამა Keyword-ების შერჩევისთვის, Keyword-ების ანალიზისთვის,
კონკურენტი საიტების პოვნისთვის, კონკურენტი საიტების Google PageRanck-ის სანახავად,
კონკურენტი საიტების მეტა აღწერების (Keywordს, Descriptions) სანახავად,
და მრავალი სხვა სასარგებლო საშუალებებით.
Features
რა შეუძლია პროგრამას.
რამდენიმე შენიშვნა წინასწარ:
* შენიშვნა1: ექსელში ყველა ფურცელი შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ფორმით, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ და წაშალოთ ფურცლები, თქვენი სურვილის მიხედვით, ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებთ ექსელში. ეს პროგრამის მუშაობას ხელს არ შეუშლის.
* შენიშვნა2: ერთადერთი პირობა, არის რომ ფურცელს "Source" არ უნდა წაშალოთ და სახელი არ უნდა შეუცვალოთ. იგი შეგიძლიათ სამუშაო ცხრილის შესანახად გამოიყენოთ. მასშიც ნებისმიერი მოქმედება შეიძლება შეასრულოთ, როგორც სხვა ფურცლებში. ფურცელი "Results" კრიტიკული არ არის, მაგრამ თუ შეინარჩუნებთ და არ წაშლით, შედეგების შესანახად პროგრამა პირველ რიგში მას შემოგთავაზებთ.
* შენიშვნა3: ამ მაგალითში იგულისხმება რომ ფურცელში "Source" ჩავყარეთ ყველა სავარაუდო Keyword, დამუშავების გარეშე, რომელიც Google-მა მოგვცა.
* შენიშვნა4: გაითვალისწინეთ, იმისთვის რომ პროგრამამ Keyword-ები აღიქვას, Keyword-ები უნდა იყოს ექსელის ფურცლის პირველ სვეტში (მიუხედავად იმისა რომელ ფურცელს ვიყენებთ ექსელში). პროგრამის პლიუსი არის ის რომ ხაზში Keyword-ის გასწვრივ რაც მონაცემები გექნებათ, 1-დან 29-ე სვეტის ჩათვლით, პროგრამა გადაიტანს-გადმოიტანს Keyword-თან ერთად.
და მაინც, რა შეუძლია პროგრამას:
1. Keyword-ების გაფილტვრა სიტყვების რაოდენობით (დატოვება მხოლოდ იმ Keyword-ებისა, რომლის სიტყვების რაოდენობაც მეტია ლიმიტზე, რომელსაც ჩვენ მვუთითებთ) მაგ: დატოვება მხოლოდ 3 და მეტ სიტყვიანების.
2. პირიქით, დატოვება მხოლოდ იმ Keyword-ებისა რომლის სიტყვების რაოდენობაც ნაკლებია ან ტოლია ლიმიტის, რომელსაც ჩვენ მვუთითებთ. მაგ: წაშლა 3 და მეტ სიტყვიანების.
3. Keyword-ების გაფილტვრა სიტყვების შემცველობით(დატოვება მხოლოდ იმ Keyword-ებისა რომელშიც შედის ჩვენს მიერ მითითებული სიტყვები) მაგ: მხოლოდ იმათი დატოვება, რომელიც შეიცავს Online, games და ყველა სხვის ამოყრა.
4. პირიქით, დატოვება მხოლოდ იმ Keyword-ებისა რომელშიც არ შედის ჩვენს მიერ მითითებული არცერთი სიტყვა. მაგ: ყველას წაშლა რომელიც შეიცავს kiss, girls და ყველა სხვის დატოვება.
აღნიშნული ოპერაციები სრულდება როგორც მიმდინარე ფურცელთან, ასევე შეიძლება ამ ოპერაციების შესრულება "Source" ფურცელთან და, თან მიმდინარე ფურცელში გადმოტანა, ისე რომ "Source" არ შეიცვლება
შესაძლებელია ნებისმიერი ფურცლის გადაკოპირება "Source"-ში, ან პირიქით, პირდაპირ ფორმიდან, ღილაკებით სწრაფად.
ასევე გვაქვს რამდენილე ღილაკი- სწრაფი სკროლისთვის ფურცლის თავში ან ბოლოში, და ღილაკი რომ ექსელის სვეტების სიგანე ავტომატურად მოერგოს ჩანაწერების სიგანეს.
ყველაფერი აქამდე ჩამოწერილი ხდებოდა ფორმიდან (სურათი 2, სურათი 3 ), რომლის გამოძახებაც ხდება კლავიშებით ctrl+b (Control + b ).
პროგრამაში მეორე ფორმა არის Keyword-ების ანალიზის ფორმა (სურათი 1). მისი გამოძახება ხდება ctrl+g.
ამ ფანჯრის მოკლე აღწერა:
1. თუ ფურცელი, რომელზეც ვართ პირველ სვეტში შეიცავს Keyword-ების ჩამონათვალს, მაშინ ფორმის გახსნისას დაბლა მარცხენა სიაში (სია 1, სურათი 1) აღმოჩნდება ეს Keyword-ების ჩამონათვალი.
2. ამ Keyword-ებიდან ნებისმიერზე ორჯერ დაკლიკებით მთავარ ნავიგატორში გაიხსნება ამ Keyword-ების ძებნის შედეგები გუგლში. ამასთან, გუგლის შედეგების სრული რაოდენობა დამახსოვრებული იქნება და ჩაისმება Keyword-ის გასწვრივ სიაში 1 (მაგალითად, ნახაზზე 1 ჩანს როგორც რიცხვი 310000000).
3. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ რომელი ძებნა გვინდა Broad, [Exact], თუ "Phrase". ძებნაც შესაბამისი მოხდება და შედეგიც შესაბამისი დამახსოვრდება.
4. ასევე, დამატებით, ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ძებნა inurl:, intitle:, inanchor:, ან ამათ გარეშე. ძებნაც შესაბამისად მოხდება.
5. 1 - 4 პუქტების შედეგები დამუშავდება და საიტების პირველი 10-ეული გუგლის ძიებისა აღმოჩნდება სიაში 2.
რა შეგვიძლია ამ 10 ლიდერ საიტს ვუქნათ:
6. სია 2-ში (სურათი 1) საიტის მისამართზე ორჯერ დაკლიკებით, ფრეიმში 3 გამოვა გვერდის Goole Pagerank, ასევე ლინკი რომელიც მიუთითებს გვედზე, როგორც გუგლის ჩამონათვალში იყო, ასევე ლინკი რომლითაც შეიძლება ვნახოთ ამ გვერდის ტიტლი და მეტა ტეგები (კეივორდები, დესკრიპშენები), ასევე ყველა სხვა მეტატეგი, რომლის წაკითხვაც მოხერხდა. (ეს შედეგები გამოვა მთავარ ფანჯარაში).
7. ასევე, ამავე ფრეიმში არის ლინკი რომლითაც სწრაფად გადახვალთ Yahoo-ში და ნახავთ საიტს "site:" წინსართით,რომელიც მაგაწვდით ინფორმაციას საიტის ლინკების შესახებ.
ამ ფორმაში ასევე არის ღილაკი "Save", იგი ინახავს სია 1-ს, ჩვენს მიერ მითითებულ ფურცელში, თავისი ძებნის რაოდენობებიანად. ანუ, თუ ამ სიაში, ყველა Keyword-ს მიწერილი ექნება თავისი ძებნის რაოდენობები, შეგვიძლია ამ შედეგებიანა შევინახოთ ნებისმიერ ფურცელში.
დანარჩენი შენიშვნები:
* თუ გვერდი დიდხანს არ პასუხობს, ორივე ბროუზერს აქვს ღილაკი "Stop" (ორივეს თავისი), რომელმაც უნდა გამოაბრუნოს ექსელი. ეს ღილაკები არ ასრულებს ბროუზერის ტრადიციული "სტოპ" ღილაკის ფუნქციას, მას გადავყავართ "blank" ცარიელ გვერდზე, როგორც შევამოწმეთ, 98%-ში მუშაობს.
ყველაფერმა ზემოთხსენებულმა რომ იმუშაოს, რათქმაუნდა ექსელში მაკროსები ჩართული უნდა იყოს.
როგორ ირთვება მაკროსები:
excel 2003:
view->toolbars->Visual Basic
გაჩნდება თუულბარის პატარა ფანჯარა. ამ ფანჯარაზე ღილაკით "Security" გამოვა მეორე ფანჯარა და ვირჩევთ "Medium" ან "low". (მე 1996 წლიდან "low" მაქვს არჩეული, და ჯერ ექსელის ვირუსი არ შემხვედრია. თვენც გირჩევთ ეს აირჩიოთ, ექსელმა შეკითხვებით ტვინი რომ არ შეგიჭამოთ);
excel 2007:
ვირჩევთ "Developer" ტაბს.
(თუ "Developer" ტაბ არ ჩანს თუულბარში, ვაწკაპუნებთ "Excel Options" და "Popular" კატეგორიაში ვაწკაპუნებთ "Show Developer tab in the Ribbon");
"Developer" ტაბზე ვირჩევთ კატეგორიას "Macro Settings" და ვაწკაპუნებთ ჩამონათვალში "Enable all macros".
Fixes
აიტვირთა პროგრამის ახალი ვერსია V1.02
1. დაემატა "Main" ფორმაში (გამოძახება ctrl + b ) ასეთი სახის ფუნქცია:
თქვენ შეგიძლიათ ველში "Look for" ჩაწეროთ თქვენი ლინქი მაგალითად www.თქვენისაიტი.ge
*(რედაქტირების ამ რეჟიმში გადავდივართ ღილაკით "Change List").
ხოლო ქვემოთ "Check addresses" ველში ჩამოთვალოთ საიტების მისამართები სადაც ელოდებით რომ თქვენი "www.თქვენისაიტი.ge"-ს ლინქი უნდა ფიგურირებდეს. (უფრო გასაგები რომ იყოს მაგალითად ვცვლი ბექლინკებს ბევრ საიტთან და მაინტერესებს ისევ უდევს თუ არა ყველას ჩემი ბექლინკი თავისთან, მაშინ ყველა ამ საიტების სია უნდა ჩამოწეროთ ამ "Check addresses" ველში). შევინახოთ სია ღილაკით "Save".
ერთი დაჭერით ღილაკზე "Check backlinks" ერთდროულად შემოწმდება ყველა ბაქლინქის არსებობა-არარსებობა (მათ შორის DoFollow არის თუ NoFollow), და შედეგები გამოვა ყველას გასწვრივ შესაბამისი.
რაც მთავარია ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეინახოთ და იგი დამახსოვრებული იქნება. შეგიძლიათ შექმნათ ასეთი 20 სია სხვადასხვა მისამართებისთვის, და დაიმახსოვროთ.
2. ახალ ვერსიაში გაუმჯობესდა Google-ს გვერდის პარსინგი. (იყო შეცდომა - როცა გუგლს საიტების სიაში ჩაკვეხებული ჰქონდა გუგლ სურათების ლინქი).
3. "Main" ფორმა დაიყო ტაბ-ებად. ყველაფერი მანამდე არსებული განლაგდა ტაბ-ზე "filter". გაუმჯობესდა განლაგება და დაემატა ექსელის ფურცლის კარგი სკროლინგი ფორმიდან.
4. ზემოთ 1-ლ პუნქტში რა ფუნქციაც აღვწერე, დაემატა მეორე ტაბზე რომელსაც ქვია "Track Backlinks" |