შესაძლებელია და მივესალმებით წევრების მონაწილეობას საიტის განვითარების საქმეში:
- 1. თანამონაწილეობა არის ანაზღაურებადი და ანაზღაურების ზომა დამოკიდებულია კონკრეტული სამუშაოს ტიპზე.
- 2. სამუშაოს ანაზღაურება ფასდება ქულებით, და გადახდა ხდება emoney.ge-ს სისტემის გამოყენებით.
- 3. თანხის გადარიცხვა ხდება მოთხოვნისთანავე ქულების (არანაკლებ 2500-ქულის) დაგროვების შემთხვევაში.
- 4. ქულების რაოდენობა შეესაბამება ეროვნულ ვალუტას და თანაფარდობა პერიოდულად იცვლება საიტის მიერ.
- 5. დამატებით სამუშაოების სია ჩამოყალიბდება და განთავსდება აქ. მოყვანილი იქნება სამუშაოს აღწერა, შესაბამისი გამომუშავებული ქულები, და უარყოფის პირობები.
- 6. უარყოფა გულისხმობს, გარკვეული მიზეზის გამო, უარს საიტის მხრიდან სამუშაოს შესრულებულად ჩათვლაზე.
- 7. არცერთი პრეტენზია უარყოფაზე თანამონაწილისგან არ მიიღება, გარდა შემთხვევისა, როცა თანამონაწილის მიერ შესრულებული სამუშაო უარყოფის მიუხედავად, ცვლილების და შესწორებების გარეშე გამოქვეყნდება საიტზე. გამოქვეყნებული სამუშაო აუცილებლად ექვემდებარება ანაზღაურებას.
- 8. შესრულებული სამუშაო, რომელიც ჩვენგან ითხოვს დამატებით რედაქტირებას და შეცვლას უარყოფილი იქნება და პრეტენზიები რჩება პასუხის გარეშე. (მიზეზი გახლავთ ის რომ ყველა ასეთი რედაქტირება ან პრეტენზიების განხილვა ითხოვს დროის ფაქტორს და ეწინააღმდეგებ იმ იდეას რაც დევს თანამონაწილეობის პრინციპში).
- 9. ორი წევრის მიერ ერთნაირი სამუშაოს ერთდროულად შესრულების შემთხვევაში ანაზღაურდება დროში უფრო ადრე მოწოდებული, ან ხარისხით (ჩვენი შეხედულებით) უკეთესი.
- 10. დაგროვებული ქულები შეგიძლიათ იხილოთ "თქვენს კაბინეტში" პუნქტი "თანამონაწილეობა":
პირველი არის დაგროვებული ქულები, მეორე არის ჩამოწერილი, უკვე გასწორებული ქულები.
|