 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ონოფრიშვილი შემდგომაზე ინფლაციის დონის ზრდას წინასწარმეტყველებს | | Business & Economics |
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შემოდგომიდან ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. როგორც მან სააგენტო „მედიანიუსს“ განუცხადა, ტრადიციულად ზაფხულში ინფლაციის დონე წლის დანარჩენ სეზონებთან შედარებით ასე თუ ისე დაბალია, რამდენადაც ივლისში, აგვისტოში და, ნაწილობრივ, სექტემბერში კვების პროდუქტები ჯერ კიდევ იწარმოება, მეტია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ფასები ეცემა.
|
Posted by Drakula | 04 Sep 2011, 17:36 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ამერიკაში სახლები ავტომანქანების ფასად იყიდება | | World News |
აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც იპოთეკურმა ბიზნესმა 2007-2008 წლების კრიზისის წლებში ყველაზე დიდი ზარალი განიცადა, საცხოვრებელი ფართი ყველაზე იაფ მანქანებზე ბევრად უფრო დაბალ ფასად იყიდება. უმრავლესობა კომფორტული სახლებისა, რომლებიც იპოთეკური კრედიტის ქვეშ იმყოფება და რომელთა მფლობელებმა საბანკო სესხის დროულად გადახდა ვერ მოახერხეს, ცარიელი დგას. მათი ყიდვა სულ რაღაც 10 000-20 000 დოლარად არის შესაძლებელი.
|
Posted by Drakula | 04 Sep 2011, 17:34 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|