პოლიტიკა: გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“ | Georgian News | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია აღარ არსებობენ. „ეს პარტიები დამოუკიდებელთა სახით გაქრა. საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის გაზომვა შეუძლებელი ხდება. უკვე აღარც რესპუბლიკელები და აღარც ალასანიას პარტია არსებობენ. მათი ყველა ხმა ივანიშვილის ფაქტორმა „გააქრო“, რომელმაც, როგორც ჩანს, გასაგებად აუხსნა ამ პარტიებს, ვინ არის პატრონი. ამ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ხმის ქონის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ივანიშვილის ფუნქცია კი კონსოლიდაციის მიხედვით მისი საფულე გახლავთ“, - განაცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, გამომდინარე აქედან, „რესპუბლიკელები და ალასანია, რომლებსაც პროდასავლური იმიჯი ჰქონდათ, ნელ-ნელა პრორუსულ ორიენტაციას იძენენ“. „აქედან გამომდინარეობს გაუგებრობები - პარტიამ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ლაპარაკობდა, უცებ, ფულის ჩარიცხვიდან ერთ კვირაში, იმაზე დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატოს ჩამოშორდა და რომ ინტეგრაცია ალიანსში პერსპექტივაა მხოლოდ 30 წლის შემდეგ. ნათელია, რომ არსებობს ერთი მკვეთრად გამოხატული ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს. ამბობს, რომ ჩვენ დასავლეთს რუსულ ოკუპაციაზე არ უნდა ვესაუბროთ და რომ ჩვენ საკუთარი პოზიციები უნდა შევცვალოთ და შევუსაბამოთ იმ პოზიციებს, რომლებიც პუტინს აქვს“, - აღნიშნა გაბაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4220.html
| |||
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.