საზოგადოება: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანი“ გახდა | ![]() | Georgian News | |
![]() თავის მხრივ, ილია მეორემ „ოქროს პერგამენტის“ მინიჭებისთვის მადლობა გადაიხადა და საქართველოს მოსახლეობასა და „ოქროს პერგამენტის“ ყველა ლაურეატს წარმატება უსურვა. „დაე, უფალმა დაგვლოცოს. ჩემთვის ყველაზე ღირებული ისაა, რომ ჩვენ ერს უნდა ვემსახურო. ეს ჩემი მიზანია და მეტი არაფერი“, - თქვა სრულიად საქართველოს პატრიარქმა ჯილდოს მიღებისას. პატრიარქმა მოუწოდა „ოქროს პერგამენტის“ ყველა ლაურეატსა და ნომინანტებს, თავიანთ მთავარ მიზნად საქართველოსა და ადამიანებზე ზრუნვა გახადონ. „პირველ რიგში, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს საქართველო და საქართველოზე უნდა ვიზრუნოთ. მახსენდება ჩვენი ილიას, წმინდა ილიას სიტყვები „ენა, მამული, სარწმუნოება“. ცოტას დავამატებ ამას და ვიტყვი - „უფალი, სამშობლო და ადამიანი“. უფლის შემდეგ ყველაზე ღირებული სამშობლო და ადამიანია. ჩვენ ადამიანებზე უნდა ვიზრუნოთ. ქართველი ხალხი უცხოეთიდან უნდა დაბრუნდეს. ქართველები ჩვენს სამშობლოზე უნდა ზრუნავდნენ. ვერავინ სხვა ვერაფრის გაკეთებას შეძლებს. ჩვენ თავად უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს“, - თქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. შეგახსენებთ, რომ ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერტამენტის“ ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ტარდება საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის ორგანიზაციით კომპანია „ბაგრატიონი-1882“-ის დარბაზში. 2011 წელს ლაურეატები 11 ნომინაციაში გამოცხადნენ, ასევე გადაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტი“. გამარჯვებულთა გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც 2986 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4208.html
| |||
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:49 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 6 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.