ეკონომიკა: საქართველო რუსულ გაზზე დამოკიდებული არ არის - მაჭავარიანი | Georgian News | ||
აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებამ საშუალება მისცა საქართველოს, თავი აარიდოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას, უთხრა Trend-ს ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, საქართველოს პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაზის მიწოდებებთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს, არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. „ამჟამად ჩვენ რუსულ გაზს, ფაქტობრივად, არ მოვიხმართ, და რუსეთს არ შეუძლია გამოიყენოს ამ საწვავის ფასი როგორც ზეწოლის ბერკეტი, როგორც იგი ამას, სამწუხაროდ, უკრაინის, ბელარუსის, ევროპის ქვეყნების შემთხვევაში აკეთებს“, - თქვა მაჭავარიანმა. პროგნოზების თანახმად, წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან 1.6 მილიარდი კუბომეტრი გაზი იქნება ტრანსპორტირებული, 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 875 მილიონ კუბომეტრს უდრიდა. იმ გაზის საერთო მოცულობიდან, რომელიც საქართველოში იქნება მიწოდებული, ნაწილი მოდის კომპანია SOCAR-ის გაზზე, დანარჩენი ნაწილი კი - გაზზე ზღვის აირკონდენსატურ საბადო „შაჰ დენიზიდან“ აზერბაიჯანში, რომლის მიწოდებაც სამხრეთკავკასიური გაზსადენით ხორციელდება. წლის ბოლომდე კომპანია SOCARსაქართველოში დაახლოებით 700 მილიონ კუბომეტრ გაზს მიაწოდებს. შარშან აღნიშნულმა კომპანიამ საქართველოში 339.16 მილიონი კუბომეტრი გაზის ექსპორტი მოახდინა. SOCARსაქართველოში საკუთარი გაზის მიწოდებებს ქართულ ბაზარზე საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ეხება მილსადენს, რომელიც აზერბაიჯანის გაზახის რაიონში ორ ქვეყანას აერთიანებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4185.html
| |||
Posted by Drakula | 22 Dec 2011, 19:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.