პოლიტიკა: ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა | World News | ||
ჩრდილოეთ კორეის ლეგენდარული ლიდერი კიმ ჩენ ირი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ გადმოსცემს სააგენტო „რეიტერი“ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიაზე მინიშნებით. კიმ ჩენ ირმა ხელისუფლება 1994 წლის ივლისში მამამისის - კორეის სახალხო დემოკრატიული რეპუბლიკის დამფუძნებლის კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა. როგორც სააგენტო “Associated Press“ გადმოსცემს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს დიაბეტი აწუხებდა და გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამას გარდა, სააგენტო იტყობინება მისი სიყვარულის შესახებ სიგარებისა და კონიაკის მიმართ, გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო „Новости“. სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, კიმ ჩენ ირი 17 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 8:30-ზე გარდაიცვალა. სააგენტო „რენჰაპი“ აღნიშნავს, რომ სიკვდილის მიზეზი უეცრად განვითარებული ავადმყოფობა გახდა, რომლის დეტალებზეც არ იტყობინებიან. როგორც კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო გადმოსემს, კიმ ჩენ ირი ქვეყანაში მატარებლით მგზავრობის დროს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად „გონებრივი და ფიზიკური გადაღლა“ დასახელდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4181.html
| |||
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.