საზოგადოება: კაიროში არეულობების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა | World News | ||
ბოლო მონაცემებით, ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში მთავრობის შენობასთან დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 255 - დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ამავდროულად, ადგილობრივი კლინიკების ექიმთა მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა. ამასთან, მრავალს ნატყვიარი ჭრილობები აქვს. პარასკევს, 16 დეკემბერს, დილით დაწყებული შეტაკებები მინისტრთა საბჭოსთან მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. პროტესტის მონაწილეთა დასაშლელად სამხედრო პოლიციამ გამოიყენა ყუმბარები ცრემლსადენი გაზით. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ერთ-ერთი დაღუპული მკერდში ნატყვიარი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. როგორც АРЕ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ უკვე განაცხადა, შეტაკებების პროვოცირება უცნობებმა მოახდინეს, რომლებიც მთავრობის შენობის მახლობლად ჯარის ოფიცერს თავს დაესხნენ. ამავე დროს, ქვეყნის ჯარის მეთაურობამ უარყო მასიური ინფორმაციის ადბილობრივი საშუალებების შეტყობინებები დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ. „შეიარაღებული ძალები უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გამოდიან და ყველას მოუწოდებენ, ძალადობისაგან თავი შეიკავონ“, - ნათქვამია ჯარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4180.html
| |||
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.