aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ვაშაძე: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა კანონმა ჩამოართვა Georgian News  Georgian News 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არა იმიტომ ჩამოერთვა, რომ იგი პოლიტიკურ არენაზე შესვლა გადაწყვიტა, არამედ ეს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სსს-ს უფროსმა „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.



„ბიძინა ივანიშვილს ქართული მოქალაქეობა იმიტომ არ ჩამოერთვა, რომ მან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩარევა გადაწყვიტა... მან თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი გამარჯვება, პრემიერ-მინისტრად გახდომა სურს, შემდეგ კი იყო საკმაოდ არეული ჩვენებები იმისა, თუ, საკუთრივ, რის გაკეთებას აპირებს... მისმა არეულმა ჩვენებებმა საქართველოში გონიერი ხალხის თავებში მღელვარება ჩასახა. მას მოქალაქეობა არა საქართველოს ხელისუფლებებმა, არამედ კანონმა ჩამოართვა. კანონი იუწყება, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას იძენს, მიუხედავად იმისა, დაბადების უფლებით, ან შეგნებულ ასაკში, უფლება არა აქვს, ამის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა შეიძინოს“, - ხაზი გაუსვა ვაშაძემ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ომმა ნატოს გაფართოება შეაჩერა.


ნოემბრის ბოლოს დიმიტრი მედვედევმა თქვა, „2008 წელს რომ შევდრეკილიყავით, სულ სხვანაირი გეოპოლიტიკური განაწილება გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად შეთრევას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, მანდ იქნებოდნენ“.


„ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ერთ-ერთი თავარი მოქმედი პირი მკაფიოდ და გარკვევით ამბობს, რომ რუსეთის მთავარი მიზანია ნატოში საქართველოს წევრობის დაუშვებლობა“, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არ არის „დიმიტრი მედვედევისა ან სერგეი ლავროვის მუქარის გამო საკუთარი სუვერენიტეტის თუნდაც მცირე ნაწილი დათმოს“.
 

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4178.html
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:35 | News »
 

"პოლიტიკა: ვაშაძე: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა კანონმა ჩამოართვა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 November 2024
  • English Georgian