ეს საინტერესოა: პერუში მსხვერპლად შეწირული ადამიანების უძველესი მასობრივი დაკრძალვის ადგილი აღმოაჩინეს | World News | ||
პერუს ჩრდილოეთ ნაწილში მსხვერპლად შეწირული ადამიანების უძველესი მასობრივი დაკრძალვის ადგილი აღმოაჩინეს: უზარმაზარ საფლავში 1 ათასი წლის წინ ღმერთებისთვის რიტუალურ ძღვენად ქცეული 60 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. როგორც პერუს გამოცემა La Republica იტყობინება, წარმატებული გახდა ორი პერუელი არქეოლოგის მუშაობა, რომლებიც ჩრდილოეთ რეგიონ ლამბაეკში უკვე ნახევარი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ გათხრებს. რვა მეტრის სიღრმისა და 150 კვადრატული მეტრის ფართობის უზარმაზარ ორმოში მათ მრავალი ადამიანის ჩონჩხი, თავის ქალები, ძაღლების ნეშტი, საშინაო ნივთები იპოვეს. ნაპოვნი ნივთები მსხვერპლშეწირვის რიტუალურ წეს-ჩვეულებებზე მეტყველებს. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, საუბარი შეიძლება იყოს სიკანიც ცივილიზაციის ღმერთებზე, რომელიც ამჟამინდელი პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე ძვ. წთ. 800-1300 წლებში, ჯერ კიდევ ინკებამდე აღორძინდა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენილი საფლავი სიკანის უძველესი ცივილიზაციის გამოსაკვლევად მრავალი ახალი ფაქტის მომცემი იქნება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4176.html
| |||
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.