პოლიტიკა: საქართველოს სსს-ის უფროსი: მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად გახდომას არ გეგმავს | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განზრახვებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გახდომა არ შედის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს უთხრა, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, რომ, ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, სააკაშვილი პუტინის მსგავსად იქცევა და ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად ცდილობს. „იგივე ხალხი, რომელიც ახლა საქართველოს პრეზიდენტის სამომავალო განზრახვებზე სპეკულირებს, კონსტიტუციის შეცვლასა და საქართველოს გადაქცევას სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად მოითხოვდნენ. როგორც კი მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ ამის გაკეთება დაიწყო, მაშინვე გაისმა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავზე პუტინის ნიღაბს იზომავს. ვერავინ, მსოფლიოში ვერც ერთმა ადამიანმა დაადასტურა პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრად გახდომის განზრახვა. ხოლო როგორც გუნდის წევრი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ახლა, რომ პრეზიდენტის გეგმებში ეს განზრახვა არ შედის“, - თქვა ვაშაძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4173.html
| |||
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:31 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.