პოლიტიკა: ბაქრაძე: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება | Georgian News | ||
პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ქვეყანას ამ ორგანიზაციაში წევრობისკენ მიიყვანს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბოლო პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დადებითად ვითარდება. ბაქრაძის თქმით, უკვე კონკრეტული შედეგებია მიღწეულია, რომელთა შორისაა მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მარტიდან კი დაიწყება მოლაპარაკებები უვიზო მიმოცვლის შესახებ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილება ვიზების გარეშე შეძლოს. „ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის წინ გადადგმული ნაბიჯია, და არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ამის დადებით შედეგებს საქართველოს მოქალაქეებიც იგრძნობენ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობასა და მუშაობას შეძლებენ“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა და დაამატა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში წევრობისკენ მიიყვანს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4171.html
| |||
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.