პოლიტიკა: ერიკ რუბინი: საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება | Georgian News | ||
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დამხმარის მოადგილეს ერიკ რუბინს მიაჩნია, რომ სასარგებლო იქნებოდა, თუ ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა, იტყობინება “GHN“. „აშშ ქართულ დემოკრატიას მხარს უჭერს და არჩევანი დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს იმაში, რომ არჩევნებმა მაქსიმალურად თასვისუფლად და გამჭვირვალედ ჩაიაროს. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საკმაოდ ღირებულია და ქართული კანონმდებლობისთვის ამ რეკომენდაციების გათვალისწინება სასარგებლო იქნებოდა“, - თქვა ამერიკელმა მოხელემ თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, რაც უფრო სამართლიანი და თავისუფალი იქნება არჩევნები, მით უფრო მეტად განვითარდება ქართული დემოკრატია. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4169.html
| |||
Posted by Drakula | 16 Dec 2011, 18:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.