საზოგადოება: ჯონ ბასი: "საინტერესოა იმ კითხვის პასუხი თუ ვინ წვეტს ახალი ამბის გაშუქებას" | Georgian News | ||
აშშ–ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, კახეთის რეგიონში ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული მედიის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, საინტერესოა ის ფაქტი, თუ რა პრინციპით არჩევეს ტელემაუწყებლობა იმ ახალ ამბებს, რომელიც უნდა გაშუქდეს ან არ უნდა გაშუქდეს. "ჩვენ აქ მივდივართ იმ საკითხამდე, თუ ვინ ხელმძღვანელობს მაუწყებლობას და ვინ საზღვრავს ესა თუ ის გადაცემა სწორია თუ არა. ყველას აინტერესებს იმ კითხვის პასუხი თუ ვინ წყვეტს რა ახალი აბავი უნდა გაშუქდეს და რა არა. ეს ყველაფერი კი უშუალო კავშირშია ახალი ამბებისადმი უნდობლობასთან"–განაცხადა ელჩმა. ჯონ ბასს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ ინფორმაციის მოპოვება, ვინ ფლობს მედიას და რა კავშირები გააჩნია მას. მისი თქმით, საზოგადოებას ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და მან თავად უნდა აირჩიოს და შეაფასოს ფაქტები. "რეალურად, მართლა არსებობს ისეთი ფაქტი, რომელიც დაშინებას მოიცავს. ასევე, ინფორმაციის არათანაბარი ხელმისაწვდომობა არსებობს, რაც იწვევს ჩვენს აღელვებას და ამის შესახებ ჩვენ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, როგორც დახურულ, ისე ღია შეხვედრებზე. ჩვენ ამაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ,"–აღნიშნა ბასმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4167.html
| |||
Posted by consul | 15 Dec 2011, 20:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.