ეკონომიკა: წელს საქართველოში 500-ზე მეტი კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა | ![]() | Georgian News | |
![]() განხორციელებული სამუშაოს შედეგები მინისტრმა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტებს გააცნო. ნიკოლაიშვილის თქმით, 2011 წელს აშენდა 8 და რეაბილიტირებულ იქნა 39 ხიდი. დასრულდა რიკოტის გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს აკავშირებს, ასევე 4 ახალი გვირაბი აშენდა. მინისტრმა მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა ახალი რაიონების მშენებლობას იძულებით გადაადგილებულთათვის საპორტო ქალაქ ფოთში (სამეგრელოს რაიონი), ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და ახალ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში (სამეგრელოს რაიონი). მან ასევე წყალმომარაგების პროექტთა მნიშვნელოვნობა აღნიშნა. როგორც ნიკოლაშვილმა განაცხადა, ამ პროექტების ფარგლებში 60 ათასი ადამიანი დასაქმდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4164.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:12 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.