კულტურა: დედოფლისწყაროში 9-10 მილიონი წლით დათარიღებული ნამარხები აღმოაჩინეს | Georgian News | ||
დედოფლისწყაროში, დალის ხეობაში პალეონთოლოგებმა 9-10 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველების ეშვები აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ნამარხებში მასტოდონტის სრული ჩონჩხი არის შენახული. ნაშთებს შესწავლის მიზნით ეროვნულ მუზეუმში გააგზავნიან. „ძალიან საინტერესოა, რომ მრავალი ეპოქა მცირე ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმმა ახალი საინტერესო ექსპონატები, ხოლო მსოფლიო მეცნიერებამ - ახალი ინფორმაცი მიიღო“, - განაცხადა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის აბესალომ ვეკუას თქმით, უდიდეს ყურადღებას იქცევს მასტოდონტი, რომელიც დღევანდელი სპილოს უშუალო წინაპარია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4163.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.