საზოგადოება: საქართველოში შეიცვალა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების პრეფიქსი | Georgian News | ||
მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან საქართველოს ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში პრეფიქსი „8“ შეიცვალა „0“-ზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 14 დეკემბრიდან ასევე მოქმედებას დაიწყებს ეროვნული და საერთაშორისო პრეფიქსი „00“. შეიცვლება იმ ოპერატორთა კოდებიც, რომლებიც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ზარებს უზრუნველყოფს. ამგვარად, 8XX-ის ნაცვლად იქნება კოდი 10XX. მაგალითად: 8-07 იცვლება 10-07-ზე, 8-10 10-10-ზე, 8-16 10-16-ზე და ა. შ. ნომრის აკრეფის წესები სატელეფონი კავშირის დასამყარებლად უცვლელი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ სატელეფონო კავშირის ძველი პრეფიქსები და ოპერატორთა კოდები ახლების პარალელურად 2012 წლის 11 იანვრამდე იმოქმედებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4158.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.