პოლიტიკა: ლევან ვეფხვაძე: ივანიშვილის კოალიციაში შემავალი ძალები შეიძლება მისი ოპონენტები გახდნენ | Georgian News | ||
ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მის კოალიციაში შევლენ, შეიძლება მისი პირველი ოპონენტები გახდნენ, მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს, იტყობინება “GHN“. „ჩვენ ამგვარი კოალიციები უახლოესი წარსულიდან გვახსოვს. 2003 წელს ეს პარტიები გაერთიანებული იყო ერთი კონკრეტული ლოკომოტივის გარშემო, რომელსაც მაშინ მიხეილ სააკაშვილი ერქვა, ახლა კი მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, - თქვა ვეფხვაძემ. მისი შეფასებით, პარტიებს, რომლებიც ივანიშვილთან ერთად ერთ ბლოკში შედიან, საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს და ივანიშვილის გარეშე მათ 2-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ. „გასაგებია, რატომ სჭირდებათ მათ ივანიშვილი, მაგრამ რაში სჭირდება მას ეს პარტიები, გაუგებარია. ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ძალიან სწრაფად დაიწყება მათი განდგომა და, შესაძლოა, ეს პარტიები ნომერ პირველი ოპონენტები გახდება“, - თქვა ვიცე-პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ ამის ნათელი მაგალითია სიტუაცია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც 6 თვეში ის პარტიები, რომლებიც სააკაშვილმა მოიყვანა, ოპოზიციაში გადავიდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4157.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.