პოლიტიკა: საქართველოს ვიცე-პრემიერი: რუსეთის ხელისუფლებები ახალი ფსევდო ცივი ომის დაწყებას ცდილობენ | Georgian News | ||
ვლადიმირ პუტინის რეიტინგის დაცემის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებები ახალი ფსევდო ცივი ომის დაწყებას ცდილობენ, მიაჩნია საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს, იუწყება “GHN“. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშების სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისას, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლებს ჩვევად გაუხდათ სულელული განცხადებების კეთება. „საქართველოში დახურული არაფერია. აქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს. ასევე სხვადასხვა მისიები და საელჩოები. აქ რაიმე ტერორისტული აქტების მომზადებას ადგილი არა აქვს. როგორც ჩანს, რუსეთს ამგვარი განცხადებები მათ ქვეყანაში არსებული პრობლემების დასაფარავად და საქართველოსთან დაძაბულობის შესაქმნელად სჭირდება“, - თქვა ბარამიძემ. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს და მიმდინარეობს დასავლეთისა და რუსეთის ბრძოლა. შეგახსენებთ, პატრუშევმა განაცხადა, რომ „სააკაშვილი ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისაგან შორსაა... საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად“. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4156.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.