ეკონომიკა: ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს საქართველოს ეკონომიკის განადგურებაშეუძლია | Georgian News | ||
ივანიშვილის ფინანსურმა რესურსებმა შეიძლება არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც გაანადგუროს, მიაჩნია სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეს ზურაბ ჯაფარიძეს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა კომენტარის გაკეთებისას საამომრჩევლო კანონმდებლობაში ცვლილებეთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ, 13 დეკემბერს, პირველ სხდომაზე პარლამენტის ფინანსურ კომიტეტში განიხილეს. „ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახით ახალი პოლიტიკური მოთამაშე გვყავს, რომელსაც უსაზღვრო ფინანსური რესურსი აქვს. მისი კაპიტალი, ფაქტობრივად, საქართველოს მშპ-ის ნახევარია. ამ ფინანსური რესურსის გამოყენებამ შეიძლება არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, არამედ ეკონომიკაც გაანადგუროს“, - თქვა მან. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე აუცილებელია კანონის თვალსაზრისით დაფინანსების საკითხის გამკაცრება. მისი შეფასებით, აუცილებელია პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება. „სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან ამან გამოიწვია ის, რომ დღეს არსებობს არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, მრავალი რაღაც პოპულისტური პოლიტიკური გაერთიანება, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, შემდგომ 4 წელიწადში კი არაფერს აკეთებენ“, - თქვა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4154.html
| |||
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.