მეცნიერება-ტექნოლოგიები: Samsung-ის მობილურმა ტელეფონებმა გაყიდვების რეკორდი დაამყარა | World News | ||
კომპანია Samsung-მა მობილური ტელეფონების წლიური გაყიდვების მიხედვით რეკორდი დაამყარა - ნოემბრის ბოლოსთვის მაღაზიებში 300 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონი გადაიტვირთა. ამის შესახებ იტყობინება Reuters. კომპანიამ ამ სიმბოლური მაჩვენებლის გადალახვა თავის ისტორიაში პირველად შეძლო. შედარებისათვის, 2010 წელს კორეულმა კომპანიამ 280 მილიონი მობილურის გაყიდვა მოახერხა. ბაზარზე წარმატებას Samsung-ში Galaxy S დაGalaxy S II სმარტფონების გამოშვებას უკავშირებენ. უკანასკნელი კომპანიის ყველაზე წარმატებული სმარტფონი გახდა - მისმა გაყიდვებმა 10 მილიონ ცალს გადააჭარბა. Galaxy S IIსმარტფონის გაყიდვები მსოფლიოში 2011 წლის აპრილში დაიწყო. სმარტფონი აღჭურვილია 1.2 გიგაჰერცის სიხშირის პროცესორით, 4.27 დიუმიანი ეკრანით Super AMOLED Plus და ოპერაციულ სისტემა Android 2.3-ის ბაზაზე მუშაობს. როგორც კორეული სააგენტო „რენჰაპი“ იტყობინება, Samsung მეორე კომპანია გახდა Nokia-ს მერე, რომელმაც წლის განმავლობაში 300 მილიონი ოდენობის გაყიდული ტელეფონების ზღვარის გადალახვა შეძლო. სულ 1988 წლიდან, როდესაც Samsung-მა მობილურების გამოშვება დაიწყო, კომპანიამ 1.6 მილიარდი ტელეფონი გაყიდა. მსოფლიოში მობილური ტელეფონების უმსხვილეს მწარმოებლად Nokia რჩება, რომელიც მსოფლიოში ყოველ მეოთხე მობილურ ტელეფონს ყიდის. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4149.html
| |||
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 19:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.