ეკონომიკა: ნინო კალანდაძე: სავაჭრო დერეფნებში როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური მონიტორინგი განხორციელდება | Georgian News | ||
ფსოუს, როკისა და ლარსის სავაჭრო დერეფნებში როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური მონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ დღეს, 12 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, თავიდან საუბარი მხოლოდ ელექტრონულ მონიტორინგზე იყო, მაგრამ ქართული დელეგაციის ძალისხმევების დამსახურებით მიღწეულ იქნა შეთანხმება იმაზე, რომ კონტროლს ფიზიკური პირებიც განახორციელებენ. კალანდაძის თქმით, დერეფნების დასაწყისში მუდმივ რეჟიმში იქნება მონიტორები და ინფორმაციის გაცვლა ელექტრონული მეთოდით განხორციელდება. მსო-ში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, შეიქმნა სამი სავაჭრო დერეფანი: როკი-ფსოუ, ფსოუ-ზუგდიდი და ლარსი, რომლებსაც შვეიცარიის მხარის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანია გააკონტროლებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4144.html
| |||
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.