პოლიტიკა: მილა იოვოვიჩმა რუსეთში მომიტინგეებს მხარი დაუჭირა | World News | ||
რუსული წარმოშობის ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა მილა იოვოვიჩმა თავის Twitter-ში დაწერა, რომ რუსეთში მომიტინგეთა გამოსვლებს მხარს უჭერს, იუწყება “GHN“. „სალამი! სიყვარულსა და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ყველას, ვინც რუსეთში საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის! სამწუხაროა, რომ თქვენთან ერთად არა ვარ. ჰოჰო!“, - დაწერა ვარსკვლავმა. Twitter-ის რამდენიმე მომხმარებელმა პასუხად რუსეთში მოწყობილი მიტინგების თაობაზე სხვადასხვა მოსაზრებები დაწერეს, ზოგიერთმა კი, როგორც ჩანს, ივარაუდა, რომ ამერიკულ ტელევიზიას მსახიობი შეცდომაში შეჰყავს. იოვოვიჩმა საპირისპირო შეხედულებების გამომხატველი შეტყობინებები დატვიტა, ბოლოს კი დაწერა: „აი, ეს მესმის კამათი! ჩემს ტელეფონს უკვე ბატარეა უჯდება“. „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და რუსი ხალხი! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!“, - გადმოსცემს NEWSru.com. შარშან იოვოვიჩმა რუსეთში საკმაოდ დიდი დრო გაატარა, როდესაც ლევან გაბრიაძის ფილმში მონაწილეობდა. მილა იოვოვიჩი კიევში დაიბადა. დედამისი საბჭოთა და ამერიკელი მსახიობი გალინა ლოგინოვაა. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები შაბათს, 10 დეკემბერს, მოსკოვში, პეტერბურგში, მრავალ რუსულ ქალაქსა და ძირითად მსოფლიო დედაქალაქებში გაიმართა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4142.html
| |||
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.