სპორტი: ლადო ვარძელაშვილი: კალაძემ თავად არ იცის, სად სურს ყოფნა: ფეხბურთში თუ პოლიტიკაში | Georgian News | ||
საქართველოს ეროვნული ნაკრები არ არის ექს-პრემიერ ნოღაიდელის პარტია, უბრალოდ რომ ადგე და წახვიდე, მიაჩნია საქართველოს სპორტის მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, იუწყება “GHN“. „საზოგადოება თავად შეაფასებს კალაძის გუშინდელ გადაწყვეტილებას. ეროვნულ ნაკრებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პრესტიჟულია და ფეხბურთელმა უნდა დაიმსახუროს ამ ნაკრებში თამაშის უფლება“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული პროცედურები, რომლებიც კალაძემ უნდა დაიცვას. მისი თქმით, იგი მთავარ მწვრთნელს უნდა შეხვედროდა, საქმის კურსში ჩაეყენებინა იგი და შეეთანხმებინა გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციასთან. „თუმცა ჩვენს ქვეყანაში არ არის პრობლემა იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულმა წრემ არ იცის, რა აკეთოს: ფეხბურთში იყოს თუ პოლიტიკაში წავიდეს“, - თქვა მინისტრმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4140.html
| |||
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.