პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: ვარდების რევოლუციამ საქართველოს მოსახლეობას იმედი გაუცრუა | Georgian News | ||
მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, 2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის იმედები არ გაამართლა, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ფილარმონიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, იტყობინება “GHN“. „სამოქალაქო საზოგადოებრიობა უხეშად ჩამოშორებულია სახელმწიფო მართვისაგან. გაუქმებულია ადგილობრივი თვითმმართველობა. საამომრჩევლო ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურება. არაფრად აგდებენ ქვეყნის კონსტიტუციას, მისი გადაკეთების დამტკიცებული პრაქტიკა ყველა სამართლებრივ თუ მორალურ ჩარჩოს სცილდება“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, უკვე ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არამიზანმიმართული ხარჯვები. „ელიტარული კორუფცია მეფობს. პრაქტიკულად ყველა სფეროში ადამიანის უფლებები ირღვევა. ციხეებში, არაადამიანურ პირობებში ათასობით პოლიტიკური პატიმარი, უდანაშაულო ადამიანი და მცირე დანაშაულებისთვის გასამართლებული ადამიანია გამოკეტილი. ხორციელდება ზეწოლა მათ ოჯახებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებები არჩევნებისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4138.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:10 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.