პოლიტიკა: ბაქრაძე: საქართველო რუსეთში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა | ![]() | Georgian News | |
![]() მისი თქმით, საპროტესტო აქციების თავიდან ასარიდებლად „ყოველთვის საჭიროა საკუთარი ხალხისთვის ყურის დაგდება“. „ყოველჯერ ერთადერთი გამოსავალი გვქონდა: როდესაც ადამიანებს რაღაც არ მოსწონთ, მას უნდა დავუგდოთ ყური. ხოლო თავის დაჭერა ისე, ვითომც არაფერი ხდება, არ მგონია, სწორი პოლიტიკა იყოს. ეს რუსეთთან ურთიერთობას ვერ გააუმჯობესებს. საქართველოსთვისაც იყო მნიშვნელოვანი, რომ რუსეთს ევროპასთან კონფლიქტი არ ჰქონდეს და მის გვერდით იმყოფებდეს“, - დაამატა მან. ამას გარდა, მან თქვა, რომ საქართველოში მომზადებულია ახალი საამომრჩევლო კოდექსი, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენთვის ტრადიციულია ქუჩაში გამოსვლა, პროტესტის გამოთქმა, მაგრამ როდესაც მიტინგი და პროტესტი ძირთადი ფორმაა, მაშინ ეს არასტაბილურობას იწვევს. ჩვენ ასეთი ეროვნული სპორტი გვაქვს, როდესაც ყველაფერი გარეთ ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი საკონსტიტუციო ველში შევიდეს. ჩვენთვის არჩევნები პოლიტიკური კულტურის აღდგენაა. ჩვენთვის საამომრჩევლო კოდექსზე მუშაობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ძალა მოგვეზიდა. 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები უკვე ეფუძნებოდა კომპრომისს, არჩევნებმა საერთაშორისო დამკვირვებლებისაგან კარგი შეფასება მიიღო“, - მიაჩნია მას. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4116.html
| |||
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:39 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.