ეკონომიკა: დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა თანახმაა საბიუჯეტო ხელშეკრულებისგასაფორმებლად | World News | ||
დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, შემოუერთდეს „საბიუჯეტო ხელშეკრულებას“, რომელიც შემოთავაზებული იქნა ევროზონის ლიდერებისთვის ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის პირველი დღის მსვლელობაში, ნათქვამია პარასკევს, 9 დეკემბერს, ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, იტყობინება “GHN“. ასე, ევროზონის ლიდერთა განცხადების ფინალური ვერსიის თანახმად, ახალ ხელშეკრულებასთან, რომელიც სთავაზობს კონტროლის გამკაცრებას საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასა და სახელმწიფო ვალის მოცულობებზე, შემოერთების სურვილი გამოთქვეს ლატვიამ, ბულგარეთმა, ჩეხეთმა, დანიამ, უნგრეთმა, ლიტვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა და შვედეთმა - მაგრამ მხოლოდ ეროვნული მთავრობების დონეზე წინადადებების შეთანხმების შემდეგ. ამგვარად, ხელშეკრულებას ხელი შესაძლოა მოეწეროს „ევროზონის 17 ქვეყნის პლუს ევროკავშირის ცხრა ქვეყნის“ ფორმატში, გადმოსცემს rus.delfi.lv„პრაიმ ტასზე“ მინიშნებით. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4115.html
| |||
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.