საზოგადოება: აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ | ![]() | Georgian News | |
![]() გამოკვლევის მონაცემებით, აჭარაში სექტემბერში ჩამოსულ ტურისტთა შორის ყველაზე მეტი ქალი იყო. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, გარე ტურისტთა შორის აჭარას ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ ადამიანები 25-34 წლის ასაკში, ხოლო შიდა ტურისტთა შორის - 18-24 წლის (28%) და 24-35 წლის (24%) ასაკში. სოციალური სტატუსის მიხედვით, აჭარა ერთნაირად არის საინტერესო როგორც დაქორწინებული, ისე დაუქორწინებელი ადამიანებისათვის. გარე ტურისტთა 54 პროცენტი დაქორწინებულია, ხოლო შიდა ტურისტებს შორის 47 პროცენტი დაუქორწინებელია. ვიზიტიორთა ნახევარზე მეტი - 65% დასაქმებულია. საქმიანობის სფეროების მიხედვით, აჭარას ბიზნესმენთა მხოლოდ 1.8% სტუმრობს, ასევე მცირე პროპორციებით არიან წარმოდგენილები თვითდასაქმებულები და პენსიონერები. ტურისტთა 71.6%-ს აჭარის ღირსშესანიშნაობები, ბუნება და ლანდშაფტი იზიდავს, ხოლო ვიზიტიორთა 51.4%-ს დასვენებისა და გართობის სხვადასხვა ადგილები იზიდავს. ტურისტები აჭარას ძირითადად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობენ. საშუალოდ, ტურისტული ჯგუფები 4 ადამიანისაგან შედგება. ტურისტთა მხოლოდ 12 პროცენტი მარტოდ მოგზაურობდა. გაჩერების ადგილად ტურისტები ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ასევე ახლობლების/ნათესავების სახლებს ირჩევენ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4112.html
| |||
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:27 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.