aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ავიაკომპანიებს უზარმაზარი ზარალი უწინასწარმეტყველეს World News  World News 
2012 წელს მსოფლიო ავიაკომპანიების ზარალი შესაძლოა რვა მილიარდ დოლარს მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სავალო კრიზისს ვერ დაძლევს. ავიადარგის განვითარების ასეთი პროგნოზი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) თავის საიტზე გამოაქვეყნა.



ასოციაციამ 2012 წლის მოგების პროგნოზი მოვლენების განვითარების ზომიერი სცენარისთვისაც კი შეამცირა - 4.9-დან 3.5 მილიარდ დოლარამდე. IATA-ს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროპის საბანკო სექტორის კრიზისის თავიდან არიდება მოხერხდება, ევროზონა მაინც აღმოჩნდება რეცესიაში.


ამასთან, მოლოდინი საწვავის ფასების მიხედვით უწინდელი დარჩა - ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ გაისად გადამტვირთავებს ნავთზე მოუწევთ 198 მილიარდი დოლარის დახარჯვა 618 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთო ამონაგების პირობებში. პროგნოზი გაანგარიშებულია ერთ ბარელზე 99 დოლარის ოდენობის ნავთის ფასების საფუძველზე.


2011 წლის მოგების პროგნოზი IATA-მ ამჯერად უცვლელი დატოვა - 6.9 მილიარდი დოლარი. წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ იგი ორჯერ შეცვალა - თავიდან 8.6-დან 4 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, შემდეგ კი 6.9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. პირველ შემთხვევაში ცვლილებები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრითა და ცუნამით და „არაბული გასაფხულის“ შედეგებით, ხოლო მეორე შემთხვევაში - მგზავრთა ნაკადის ზრდით იყო გამოწვეული.


შარშან ავიაკომპანიების მოგებამ 16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კრიზისულ 2009 წელს გადამტვირთავების ზარალმა რეკორდული 9.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4106.html
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:33 | News »
 

"ეკონომიკა: ავიაკომპანიებს უზარმაზარი ზარალი უწინასწარმეტყველეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian