პოლიტიკა: გორბაჩოვი:რუსეთის არჩევნები ფალსიფიცირებულია და ახალი არჩვნები უნდა ჩატარდეს | World News | ||
სსრკ–ს ექს–პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაყალბებულია და იგი ხელისუფლებას ახალი არჩვენების ჩატარებისაკენ მოუწოდებს, იუწყება GHN. "დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე რწმუნდება იმაში, რომ არჩევნების შედეგები არ იყო ნამდვილი. ჩემი შეხედულებით, ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის დისკრეტირებას და სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს,"–ამის შესახებ გორბაჩოვმა "ინტერფაქსს" განუცხადა. "სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა აღიარონ, რომ არჩევნების გაყალბებასა და თაღლითობას ჰქონდა ადგილი და რომ გამოცხადებული შედეგები ამომრჩეველთა ნებას არ ასახავს,–განაცხადა გორბაჩოვმა. " დაუშვებელია დაპირისპირების გამწვავება და განწყობის შექმნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ–მინისტრმა და პრეზიდენტმა გარკვეული ინიციატივა უნდა წამოაყენოს იმისათვის, რომ ყველაფერი დემოკარტიის ფარგლეში განხორციელდეს. ჩვენ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს,ჩვენ უნდა განვახორციელოთ დიდი და შეუქცევადი ცვილელები, და ეს არ უნდა გაკეთდეს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ ან მის გარეშე,"–მიაჩნია გორბაჩოვს. "ამგვარი ტყუილი ხელისუფლებისადმი ნდობას კლავს. ამიტიმაც მიმაჩნია,რომ აუცილებელია არჩევნების შედეგის ანულირება და ახალი არჩვნების ჩატარება,"–განაცხადა საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4105.html
| |||
Posted by consul | 07 Dec 2011, 19:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.