პოლიტიკა: მამუკა ღლონტი: სასამართლომ აჩვენა, რომ „მაესტროს“ არა კიწმარიშვილი, არამედ სააკაშვილი ებრძვის | ![]() | Georgian News | |
![]() „დიახ, მე ამ ინფორმაციას ვადასტურებ. „მაესტროს“ არა ეროსი კიწმარიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილი ებრძვის. ჩვენ ჩვენი წილების გაყიდვას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ მათ გაყიდვას არც ვაპირებდით. ამით მხოლოდ სააკაშვილის, კიწმარიშვილისა და ოქრუაშვილის ლუსტრაცია მოხდა“, - თქვა ღლონტმა „GHN“-სთან საუბრისას, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. შეგახსენებთ, დღეს, 7 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ 100%-იანი წილი დააყადაღა. შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ გარშემო სკანდალი მას მერე გაიჩაღა, რაც მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი თანმხლებ პირებთან ერთად ღობეზე გადაძვრა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძისა და მისი ერთ-ერთ დამფუძნებლისა და პროდიუსერის მამუკა ღლონტის გათავისუფლების ბრძანებით. ამასთან ერთად, მან განაცხადა, რომ ტვ-ში 4.5 მილიონი ჩადო და აპირებს სარედაქციო პოლიტიკას დამფუძნებლებთან კონტრაქტის ამოწურვის ვადამდე - 2012 წლის დეკემბრამდე უხელმძღვანელოს. „მაესტროს“ დამფუძნებლები გიორგი ებრალიძე, ლევან ჩიკვაიძე, ეკატერინე აკობია, მამუკა ღლონტი, ილია კიკაბიძე და მაკა ასათიანი არიან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4100.html
| |||
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:27 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.