პოლიტიკა: მანჯგალაძე: ებრაულ მხარესთან შეთანხმების გაფორმებით საქართველომ 70 მილიონი დოლარის ეკონომია მოახდინა | Georgian News | ||
ებრაულ მხარესთან შეთანხმების დადებით საქართველომ 70 მილიონი დოლარის ეკონომია მოახდინა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, როდესაც ებრაელი ბიზნესმენების ფუქსისა და ფრენკელის შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. მისი თქმით, ეს გარიგება 90-იან წლებში კორუფციული შეთანხმების წყალობით დაიდო და დღემდე ქვეყნისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენდა. „ქართულ მხარეს, საერთო ჯამში, 110 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. 70 მილიონი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებების მიერ მიღებული ზომები სწორი იყო“, - განაცხადა მანჯგალაძემ. ქართულმა მხარემ Tramex International Inc-თან კვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიების მონაწილეობით მოლაპარაკებები ჩაატარა და შეთანხმებას მიაღწია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ ზემოაღნიშნული თანხის მხოლოდ 1/3 ნაწილი უნდა გადაიხადოს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4085.html
| |||
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.