კულტურა: საქართველოს მოქალაქეთა 75.7%-ს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებლად მიაჩნია | Georgian News | ||
არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებლად საქართველოს მოქალაქეთა 75.7%-ს მიაჩნია. ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. 12.2%-ს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერი გზით შეუძლებლად მიაჩნია. 3.6%-ს შესაძლებლად მიაჩნია ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის გზით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებები არჩევნებს გააყალბებენ, ხოლო 3.2% დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არჩევნებამდე რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს. გამოკვლევა 11-22 ნოემბერს ჩატარდა. სულ გამოიკითხა დაახლოებით 3 000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში, მათ შორის თბილისში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4081.html
| |||
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.