პოლიტიკა: ბოროვოი:რუსეთში არათუ დემოკრატია,არამედ ხელისუფლების უზურპაცია და ავტორიტარიზმი სუფევს | World News | ||
რუსეთში არსებული სისტემა- ეს დემოკრატია კი არა ხელისუფლების ნამდვილი უზურპაცია და ავტორიტარიზმია, მიაჩნია რუსეთის სახალხო დამცველს კონსტანტინ ბარავოის. ამის შესახებ «GHN» წერს. " ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი სერიოზულად ამტკიცებს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია და ერის თავისუფლება. სინამდვილეში კი ეს სისტემა ხელისუფლების ნამდვილ უზურპაციას და დანაშაულს წარმოადგენს. დიახ, ეს ავტორიტარიზმია. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სახიფათო მოვლენა დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან მისი არსებობის გამო ეკონიმიკური პირობები და სტიმულები ქრება. რუსეთს ნავთოპროდუქტების მაღალი საფასურიც კი ვერ მისცემს გადარჩენის შესაძლებლობას, რადგან თავად ეკონომიკაა არაეფექტური და " ბიზნესი" ჩახშობილი. ჩვენ სამოქალაქო თავისუფლებაზე უკვე აღარც კი ვსაუბრობთ,"-განაცხადა ბოროვოიმ rus.tvnet.lv-ისთან მიცემულ ვიდეო ინტერვიუში, რომელსაც rus.delfi.ee გადასცემს. მან აღნიშნა, რომ რუსეთში ორი ლიდერი არ არსებობს. "რუსეთში ორი ლიდერი არ არსებობს. ხელისუფლების სათავეში ჩინოვნიკების "კორუფცია დგას", რომელსაც პუტინი ხელმღვანელობს. ხოლო მედვედევი კი " თანამდებობაზე დანიშნული ბავშვია", რომელიც მდივნის როლს ასრულებს,"-განაცხადა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4075.html
| |||
Posted by consul | 06 Dec 2011, 19:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.