პოლიტიკა: შევარდნაძე საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია | Georgian News | ||
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგია. შევარდნაძემ თბილისის გაზეთ "ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება. საკითხზე"ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თამაშ გარეთ დატოვოს, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი თავისი პარტიის შექმნას ვერ მოასწრებს." 83 წლის ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ "ხელისუფლებამ არ უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ თუ ეს მოხდება, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის გზას მაინც გამონახავს." ამავდროულად ექსპერტთა მთელი რიგი ქვეყანაში, უახლოეს მომავალაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ნაწილიკი მიანიშნებს იმაზე, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დაეცა. 7 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა ახალი პარტიის შექმნის თაობაზე გააკეთა განცხადება, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა. მან არსებული ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია "ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს." ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ ქვეყანაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციური პარტიიების ნაწილი ვარაუდობს, რომ 56 წლის ივანიშვილმა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის პროცესს უნდა უხელმძღვანელოს, თუმცა სხვა ოპოზიციონერებს და ექსპერტებს მიაჩნიათ,რომ ივანიშვილს არ შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური ძალების ბალანსი შეცვლა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4070.html
| |||
Posted by consul | 05 Dec 2011, 22:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.