პოლიტიკა: სააკაშვილი: ჩვენ დაველოდებით იმ დროს, როდესაც იმპერია დაიშლება | Georgian News | ||
რუსეთის მიზანს, აფხაზეთზე იერიშის მიტანის დროს,საქართველოს განადგურება წარმოადგენდა. ამის შესახებ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა განაცხადა. "რატომ მიიტანა რუსეთმა იერიში მაინც და მაინც აფხაზეთზე? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, რომ უფრო განვითარებული და ეკნომიკურად ძლიერი მოსახლეობა აფხაზეთში იყო და ამით მათ საქართველოს საფუძველი შეურყიეს. მიუხედავად ჩვენი მტრის გეგმებისა, ჩვენ ავაშენებთ ძალიან დიდ ქალაქს და ის იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველო სხვა თავის ტერიტორიებზეც დაბრუნდება. საქართველოს წარმოდგენა აფხაზეთის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ამისათვის განვითარება გვჭირდება, ასევე იმ მომენტს უნდა დაველოდოთ, როდესაც იმპერია დაიშლება."- დღეს, ზუგდიდში განაცხადა სააკაშვილმა , სადაც ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობის შესახებ გეგმები გააცნო მოსახლეობას, რომელიც თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი იქნება და რომელიც ანაკლიიდან კულევამდე არსებულ ტერიტორიაზე განთავდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4066.html
| |||
Posted by consul | 05 Dec 2011, 22:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.