საზოგადოება: ილია მეორე: ტაძარი ეკლესიის მეორე სასუფეველია | Georgian News | ||
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპისმა, პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ტაძრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, ტაძარში განსაკუთრებული მადლია, რომელიც ადამიანს ცვლის. ილია მეორემ მრევლს ღვთისმშობლის მადლის ტაძარში შემოსვლის დღესასწაული მიულოცა. "ტაძრის მადლმა ის შეცვალა. ეკლესიის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ეს ღვთის სასუფევლის კარია. როდესაც ჩვენ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დავიწყეთ და ჯერ მხოლოდ საფუძველი იყო ჩაყრილი, აქ ისეთი მადლი იგრძობოდა, რომ სახლებში წასვლა არ გვინდოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი სუფევს, რომელიც ადამიანს ცვლის. დღეს, ძალიან რთული პერიოდია. ეს ის დროა, როდესაც სულიერ ღირებულებებს სხაგვარად უყურებენ და როდესაც ცოდვა, ცოდვად აღარ მიაჩნიათ, ხოლო ადამიანი ადამიანისთვის მგლად იქცა. იმისათვის, რომ ჩვენ მხსნელის გვერდით დავიკავოთ ადგილი, აუცილებელია რწმენა, მტკიცე ღვთისმსახურება. ჩვენ რწმენას ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს,"-განაცხადა პატრიარქმა. დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესმა ილია მეორემ ლევან ჟღენდი დიაკვნად ცნო და მას ოქროს ჯვარი გადასცა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4063.html
| |||
Posted by consul | 05 Dec 2011, 22:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.