პოლიტიკა: აშშ ცხინვალის არჩევნებს არ აღიარებს | Georgian News | ||
აშშ–ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონს ბასმა, პარასკევს, განაცხადა, რომ აშშ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ "საპრეზიდენტო" არჩევნებს არ აღიარებს. ცხინვალის რეგიონში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ უმაღლესამ სასამართლომ, 29 ნოემბერს, დე–ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები დარღვევების გამო არ აღიარა . არჩევნებზე, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, "განათლების ექს–მინისტრი" და ცხინვალის ოპოზიციის ხელმძღვანელი ალა ჯიოევა ლიდერობდა. "აშშ არ აღიარებს ამ არჩევნებს და არც მის შედეგებს, რამდგან იგი საერთოდ "სამხრეთ ოსეთს" დამოუკიდებელ სამხელმწიფოს არ აღიქვას"–ამის შესახებ, ბასმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა . ამავდროულად, ელჩმა აღნიშნა, რომ "საერთაშორისო საზოგადოებას უჭირს ამ თემაზე რაიმე განცხადების გაკეთება, რადგამ მათ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ." როგორც ბასმა აღნიშნა, ეს გარემობა იმით არის განპირობებული , რომ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ცხინვალის რეგიონში მოხვედრა. "კარგი იქნებოდა სიტუაციის ადგილზევე შეფასების შესაძლებლობა არსებობდეს.მაგრამ, სანამ ეს არ მოხდება, მანამ საქართველოს ამ ნაწილში არსებული მდგომარეობის განსაზღვრა ძალიან რთული იქნება,"–აღნიშნა ბასმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4056.html
| |||
Posted by consul | 05 Dec 2011, 21:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.