ეკონომიკა: საქართველო KfW-სა და აზიის განვითარების ბანკისაგან მილიონიან კრედიტებს მიიღებს | Business & Economics | ||
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას დამატებითი კრედიტების გამოყოფის შესახებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის დამატებით 4 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანული რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა არნე გოსმა. შეთანხმება ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი სახლების გადაუდებელ რეაბილიტაციაზე. ამ ფულით გაუმჯობესდება კანალიზაცია, წყალსადენი, ლტოლვილთა საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. როგორც გოსმა აღნიშნა, გერმანია უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რიგ პროექტებს ახორციელებს და ახლა ლტოლვილთა მდგომარეობის გასაუმჯობესლად დამატებითი სახსრების გამოყოფა გადაწყდა. „ქართულმა მხარემ დაამტკიცა, რომ ამ პროექტების წარმატებით განხორციელება შეუძლია“, - თქვა მან. ხუთშაბათს, 1 დეკემბერს კი, დიმიტრი გვინდაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა ქეით მ. ჯულიანმა ხელი მოაწერეს საკრედიტო შეთანხმებას „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის - პროექტ-2“-ის დაფინანსების შესახებ. როგორც გვინდაძემ თქვა, ეს 40 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი საშეღავათოა და ვარაუდობს გადახდას 32 წელიწადში. საშეღავათო პერიოდი კი 8 წელს შეადგენს, რის შემდეგაც კრედიტის მიხედვით გადახდის დრო დადგება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4053.html
| |||
Posted by Drakula | 05 Dec 2011, 21:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.