პოლიტიკა: The Economist: სააკაშვილი ივანიშვილის შესახებ: "ის ჩვენ ფორმას ვერ დაგვაკარგვინებს | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის თემასთან დაკავშირებით პირველად გააკეთა კომენტარი. პრეზიდენტის კომენტარს «The Economist» აქვეყნებს, იუწყება «GHN». კერძოდ,«The Economist-ის» სტატიაში " პლიტოკრატი, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა, რომ მიშა დაამარცხოს", გამომცემლობა სააკაშვილისა და ივანიშვილის პიროვნებაზე საუბრობს. გამომცემლობა საუბრობს იმ თემაზე, რომ ივანიშვილს სურს საქართველოში ისეთი დემოკრატია "ააშენოს", რომ "მსოფლიო" გააკვირვოს", მაგრამ მისი მოტივები ბუნდოვანია: მიისწრაფვის თუ არა იგი ხელისუფლებისაკენ? შესაძლებელია თუ არა მის მოტივებს კრემლის შიში განსაზღვრავდეს (ან დახმარება) თუ მართლა კარგი სურს მას თავისი სამშობლოსთვის? "ივანიშვილის კარგია ჩვენთვის, მაგრამ იგი ჩვენ ფორმას ვერ დაგვაკარგვინბეს." The Economist-ის სტატიის თანახმად, საქათველოში ისეთი დემოკრატია უნდა შეიქმნას, რომელიც მსოფლიოს გააკვირვევს. ამადროულად, სააკაშვილი სტატიაში უფრო რეფორმატორად არის გამოყვანილი, ვიდრე დემოკრატად და ავტორი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც საქართველოში არსებობს. თუმცა, ისიც არის აღნიშნული, რომ სააკაშვილი "თავის მოწინააღმდეგეებს მშვიდად უყურებს" და ამბობს, რომ 'ივანიშვილი- ეს ჩვენთვის კარგია, მაგრამ ჩვენ ფრომას არ დავკარგავთ." დამკვირვებლები ასაბუთებენ, რომ საქართველოს პოლიტიკა კარგ კონკურენციას საჭიროებს, მაგრამ მას ახალი ვნებათაღელვა არ სჭირდება." ზუსტას, თუ როდის გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ბიძინა იავნიშვილზე-სტატიაში მითითებული არ არის. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4050.html
| |||
Posted by consul | 02 Dec 2011, 19:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.