პოლიტიკა: ჯაველიძე: ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა | Georgian News | ||
როგორც „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა“. „განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ გარემოცვა ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე. შესაძლოა, ბატონი ბიძინა ძალიან პრინციპულია, საკმაოდ მტკიცე ხასიათით, მაგრამ საკუთარ ტყავზე განვიცადე, როგორ გათავსებენ მყარ წრეში, ყოველი მხრიდან ბზუიან და საერთოდ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანონ. საერთოდ, თუ ადამიანს ერთ მხარეზე ანგელოზი უზის, მეორეზე - ეშმაკია და იგი ანგელოზს ერევა!“, - განაცხადა ჯაველიძემ, შეეხო რა ამ კონტექსტში ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრს ზურაბ ბიგვავას. „ბიგვავას იდეოლოგის გარკვეული ფუნქციები აქვს. როგორც იგი თავად აცხადებს, მან ზურაბ ჟვანია აღზარდა. მაპატიეთ, მაგრამ გამოდის, რომ ძალიან ცუდად აღზარდა და არ ასწავლა „ხეზე აძრომა!“ ეს ადამიანი საკუთარ თავს ფსიქოლოგს უწოდებს. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი ფილოსოფოსები არიან, მაგრამ მე მათ მიერ დაწერილი არაფერი წამიკითხავს“, - აღნიშნა ჯაველიძემ. რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს, ჯაველიძე ალასანიას პარტიაზე საუბრისაგან თავს იკავებს, ხოლო რესპუბლიკელებს გამოხატულ ანტიეროვნულ ძალას უწოდებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4048.html
| |||
Posted by Drakula | 02 Dec 2011, 19:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.